„რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“ – ენტონი ბლინკენი ნავალნის სიკვდილზე

-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ს სიკვდილზე „რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“. CNN-ის თანახმად, ბლინკენმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, რომლებიც მას გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვიზიტისას ახლდნენ თან.
„ათ წელზე მეტია, ს დღევანდელი ხელისუფლება – [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი დევნიდა, წამლავდა და იჭერდა ალექსეი ნავალნის და ახლა მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადდა. თუკი ეს ცნობები ზუსტია, ჩვენი გულები მის მეუღლესთან და ოჯახთან არის“, – განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ მრავალ ქვეყნის წარმომადგენელთან ექნებათ საუბარი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.