რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ФСБ წერს, რომ „ქართული ლეგიონი“ ეროვნული ნიშნით ჩამოყალიბებული ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირებაა უკრაინაში. მოსკოვი „ქართულ ლეგიონს“ რუსი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს:
მანამდე, უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა.
პროპაგანდისტული რუსული მედიის ცნობით, მამულაშვილს, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლების ბრძოლისთვის და მათი გადაბირებისთვის“, სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისთვის ეძებენ.
მოსკოვმა აქამდე დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი „ქართული ლეგიონის“ 70 წევრზე მეტს – მიზეზი მათი უკრაინის მხარეს ბრძოლაა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა