რუსეთმა კობა ხაბაზს 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა – Netgazeti

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრ კობა ხაბაზს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლის პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.ის დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობის“ მუხლით — რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების წინააღმდეგ. რუსული მხარე კობა ხაბაზს ედავება, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 2022 წლიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით.უკრაინის მხარეს ბრძოლის საბაბით, რუსეთს დაუსწრებლად გასამართლებული ჰყავს სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც და ძებნა აქვს გამოცხადებული ალეკო ელისაშვილზე, გია ბარამიძეზე, ირაკლი ოქრუაშვილზე.ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად