რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა

ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ პირთა ნუსხაში ს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასიც აღმოჩნდა, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“.
კალასის ძიების ბარათში მითითებულია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან ესტონეთის პრემიერს, უცნობია.
„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა დაავალა თავის უწყებას, „მიხედონ ესტონეთის ხელისუფლებას“, რომელმაც საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟი განახორციელა. ამას მხარი დაუჭირა პრემიერმა კალასმაც, რომელიც სხვა საკითხებშიც გამოირჩევა ოპოზიციით მოსკოვის მიმართ.
რუსეთში ბოლო ორი წელია, აქტიურად, თუმცა დაუსწრებლად აპატიმრებენ კრემლის მოწინააღმდეგეებს. კალასთან ერთად, ძებნილთა ნუსხაში არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი , უკრაინის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები და სხვა პირები.