რუსეთმა და უკრაინამ 100-100 ტყვე გაცვალეს

8 თებერვალს, რუსეთმა და მ სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. არაბთა გაერთიანებული საამიეროების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა ომის 100-100 პატიმარი გადასცეს ერთმანეთს.
ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაბრუნებული ჯარისკაცები მოსკოვში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. უწყებამ “ტელეგრამზე” ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანან ჯარისკაები, რომლებიც ავტობუსებში ადიან და ტელეფონით რეკავენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ კი “ტელეგრამზე” გამოაქვეყნა გაცვლის დეტალები.
“შინ, უკრაინაში კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა”, – დაწერა ზელენსკიმ და უკრაინულ დროშებში გახვეული მამაკაცების ფოტოები გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა შინ დაბრუნებულ ე.წ. ომის პატიმრებზე თქვა, რომ ისინი შეიარაღებული ძალების სასაზღვრო გვარდიის წევრები იყვნენ.
“მათი უმეტესობა მარიუპოლის მცველები არიან. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ტყვეობაში მყოფი ჩვენი ხალხი, ყველა. ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის სპეციალურმა საკოორდინაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაბრუნებულ ჯარისკაცთაგან 28 დაშავებულია ან ავადაა. 84 ჯარისკაცი მარიუპოლის დაცვაში იღებდა მონაწილეობას. დანარჩენები კი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში სხვადასხვა, ასევე უმძიმეს შეტაკებებში იყვნენ ჩართულნი.
აქამდე ტყვეთა ბოლო გაცვლა 31 იანვარს მოხდა და ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის პირობებში. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა 195-195 ჯარისკაცი გაცვალეს. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობდა, რომ შინ 207 უკრაინელი დაბრუნდა.
ბოლო გაცვლამდე ერთი კვირით ადრე, მოსკოვმა ბელგოროდში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაადანაშაულა, რომელსაც მისი მტკიცებით სწორედ სამხედრო ტყვვეები გადაჰყავდა და ყველა მათგანი დაიღუპა. უკრაინული დაზვერვა ამბობს, რომ მოსკოვი მათ მოთხოვნას ცხედრების გადაცემის შესახებ არ პასუხობს. კიევი არ ადასტურებს, რომ თვითმფრინავი მან ჩამოაგდო, თუმცა ამბობს, რომ გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი. უკრაინის მთავრობა ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ