რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს – მაკრონმა ევროპელ ლიდერებს კიევის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ს უფრო ხისტი თავდასხმების ფონზე, მათ უნდა უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება უკრაინის მხარდაჭერით.
“ჩვენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ვართ, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის… რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი… განსაკუთრებით ბოლო თვეებში ვნახეთ, რომ რუსეთი უფრო ხისტი გახდა. ასევე ვიცით, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს ამზადებს, განსაკუთრებით ში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის”. – თქვა მაკრონმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, ერთიანობის საჩვენებლად, პარიზში ევროპის 20 სახელმწიფოს ლიდერებსა და სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებს უმასპინძლა. ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი , პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი ნუდა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებიც.
შეხვედრის დროს მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების განმტკიცება, რათა ევროპის ქვეყნებმა მომავალში რუსეთის ნებისმიერი თავდასხმა თავიდან აიცილონ.
პარიზში შეკრებილებს ვიდეოთი მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, მაც და მოუწოდა მათ, დარწმუნდნენ, რომ “პუტინი ვერ გაანადგურებს ჩვენს მიღწევებს და სხვა ქვეყნებზე აგრესიას ვერ გააფართოებს”.
პარიზში გამართულ შეხვედრაზე ევროპაში მისი უმაღლესი დიპლომატით, ჯეიმს ო'ბრაიანით წარმოდგენილი იყო -ც. გაერთიანებული სამეფოდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინასთან 10-წლიან ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მანამ, სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება. მსგავსი შეთანხმება 24 თებერვალს უკრაინასთან კანადამ და იტალიამაც დადეს.