რუსეთი Starlink-ის ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს

Starlink-ის ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
„აგრესორი სახელმწიფო რუსეთი ომში გამოსაყენებლად საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო “ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ორი რუსი ჯარისკაცი არაბი მიმწოდებლებისგან ტერმინალების, თითოეულის 200,000 რუბლად, ყიდვას განიხილავს.
გუშინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერმინალებს გაურკვეველი მესამე ქვეყნების მეშვეობით ყიდულობდა.
ილონ მასკის საკუთრებაში არსებულმა კომპანია Starlink-მა განაცხადა, რომ იგი რუსეთთან ბიზნესს არ აწარმოებს და არც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.