რუსეთი: ჩამოვაგდეთ 50 უკრაინული დრონი, დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი

ს თავდაცვის სამინისტროს თქმით, 19-20 აპრილის ღამეს 50 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, უკრაინულ თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ცეცხლი გაჩნდა საწვავის საცავში.
სამინისტროს თქმით, 26 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში, 10 ბრაიანსკში, რვა კურსკში, ორი ტულაში, ასევე თითო დრონი სმოლენსკის, რიაზანის, კალუგასა და მოსკოვის ოლქებში.
დაღუპული მოქალაქეების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა. მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ შებეკინოს რაიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორისაა ორსული ქალი.
ამასთან, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა Telegram-ზე დაწერა, რომ სოფელ ტიოტკინოს თავს დაესხნენ კასეტური ბომბებით, მაგრამ არავინ დაშავებულა.
უკრაინულმა დაზვერვის წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ დრონებით ფართომასშტაბიანი თავდასხმის სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო წარმოებისთვის.
ოფიციალურად არ ადასტურებს ან უარყოფს, რუსეთის შიგნით ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმას, მაგრამ ამბობს, რომ ეს ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია.

ასევე დაგაინტერესებთ