რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში?

ს” კვლევის მიხედვით, რომელიც 6 სისტემური დეველოპერის 19 პროექტის მონაცემებს ეყრდნობა, გასულ წელს გაყიდული 16 ათასამდე ბინიდან ს მოქალაქეებმა 25% იყიდეს, რომელსაც 10%-იანი მაჩვენებლით მოჰყვება. აჭარის დეველოპერული ბაზარი ევროპიდან ყველაზე საინტერესო პოლონეთის მოქალაქეებისთვის არის.
როგორც “გალტ & თაგარტის” სექტორული კვლევების განყოფილების უფროსი კახა სამყურაშვილი ამბობს, გაყიდულ ბინებში 20-25% საქართველოს მოქალაქეებზე ნაწილდება.
„ჩვენ გამოკითხულ დეველოპერებში არარეზიდენტების წილი კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ნახევარი. ჩვენ სისტემური დეველოპერები გამოვიკითხეთ, რომლებიც საუკეთესო ლოკაციებზე ახდენენ მშენებლობას და აქ უცხოელების წილი 75-80% იყო. ქართველების წილი 20-25%-ის ფარგლებშია, დაახლოებით ამდენივეა რუსეთიც – 25%-ის ფარგლებში, სხვათაშორის მცირედი კლება იყო მათ ნაწილში 2023 წელს. რაც შეეხება დანარჩენ გადანაწილებას, ისრაელს გამოვყოფდი. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი მეოთხე კვარტალთან მიმართებით არსებობდა, განსაკუთრებული ცვლილება ვერ დავინახეთ, 10%-ია საშუალოდ მათი წილი. დანარჩენი ნაწილდება ბევრ სხვადასხვა ქვეყანაზე, ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთია აქტიური, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. თუმცა მსხვილი კატეგორიაა რუსეთი, ისრაელი და პოლონეთი.
ბათუმში ძირითადად მეორადი ბაზარია, თბილისისგან განსხვავებულია. აქ საინვესტიციო შენაძენები დომინირებს, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, უცხოელების მხრიდან ბინების შესყიდვები მომავალშიც გაგრძელდება.
ამ ჭრილში საინტერესოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ეფექტი, რასაც ს ბაზარზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ თუ ბათუმს ევროპის კურორტებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ეს სხვა სეგმენტია და ის სხვა, მაგრამ ძალიან დიდია სხვაობა გადახდის საშუალო ზომაში. უძრავი ქონება ევროპის კურორტებზე ბათუმთან შედარებით 5-6-ჯერ ძვირია“, – განაცხადა სამყურაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ