რუსეთი: გავანადგურეთ 4 უკრაინული დრონი

ს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამით რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 4 უკრაინული დრონი გაანადგურა.
მათივე ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ბელგოროდის ოლქის თავზე, ხოლო კიდევ სამი დრონი – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
გარდა ამისა, რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, სცადეს თავდასხმა იაკოვ სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე ძერჟინსკში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ძერჟინსკის მერმა ივან ნოსკოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.