რუსეთის ქალაქებში პოლიტიკოს ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება

სამშაბათს რუსეთში იმართება ცხრა წლის წინ მოსკოვში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია. ხალხს ყვავილები და სანთლები მიაქვს პოლიტიკური რეპრესიების ძეგლებთან. ბევრ ქალაქში პოლიციელები სასწრაფოდ ასუფთავებს მემორიალებს.
როგორც sibir.realii იტყობინება, ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიქიური მემორიალები გაჩნდა ვლადივოსტოკში, ტომსკში, ნოვოსიბირსკში და სა და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში. სამართალდამცავები მემორიალებიდან ყვავილებს იღებენ. „[ყვავილების] ყოველი მიტანის შემდეგ მორბის პოლიციელი, აგროვებს მათ და მიაქვს,“ ჰყვება ვლადივოსტოკის ერთ-ერთი მცხოვრები. ნოვოსიბირსკსა და ბარნაულში ადგილობრივი დეპუტატები შეეცადნენ, შეეთანხმებინათ მემორიალური მიტინგების გამართვა, მაგრამ უარი მიიღეს ქალაქის ხელმძღვანელობისგან.
სამარაში სტიქიური მემორიალი მოაწყვეს ადგილობრივმა ლიბერტარიანელებმა. მათ ბორის ნემცოვისა და ს ფოტოები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევანთან. იქ პოლიცია მორიგეობდა ჯერ კიდევ მათ მისვლამდე.
კიროვში აქტივისტებმა შეძლეს სასამართლოში მოეპოვებინათ მიტინგის ჩატარების უფლება, იტყობინება “7х7”. თავდაპირველად ჩინოვნიკებმა მათ არ დართეს ნება, პატივი მიეგოთ მოკლული პოლიტიკოსის ხსოვნისთვის, მაგრამ საოლქო სასამართლომ ქალაქის ადმინისტრაცია დაავალდებულა, განმეორებით განეხილა განაცხადი.
სანქტ-პეტერბურგში ქალაქის მოსახლეებს ნემცოვის პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ სოლოვკის ქვასთან – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალზე.
მოსკოვში ყვავილები, სანთლები და პოლიტიკოსის ფოტოები მიაქვთ მისი მკვლელობის ადგილზე კრემლის მახლობლად. ნემცოვის ხსოვნის სტიქიური მემორიალი იქ მისი სიკვდილისთანავე გაჩნდა და განაგრძობს არსებობას მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია და ქალაქის ხელისუფლება რეგულარულად ცდილობენ მის განადგურებას. დღეს მემორიალზე ყვავილების მიტანაში მონაწილეობდა -ის ელჩი მოსკოვში ლინ ტრეისი, იტყობინება ტელეარხი „დოჟდი“.
პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ნემცოვის მკვლელობისთვის გაასამართლეს ხუთი შემსრულებელი. ბოროტმოქმედების დამკვეთის გამოვლენა სასამართლომ ვერ შეძლო.
ნემცოვის სიკვდილის შემდეგ ხალხი ყოველწლიურად აწყობს აქციებს პოლიტიკოსის მემორიალთან. უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მათი აკრძალვა დაიწყო სხვადასხვა მიზეზით.