რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის

რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
ცვლილებების პაკეტი, რომელიც ს დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, როგორც რუსეთში, ისე მის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონში ცვლილებების პაკეტი რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნების სამთავრობო უწყებების მიერ დაარსებული ორგანიზაციების, „არასასურველად“ გამოცხადებას შესაძლებელს ხდის.
კანონს ახლა რუსეთის ფედერაციის საბჭო განიხილავს, შემდეგ კი იგი ხელის მოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.