რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა – 18. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”