რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთვის, ამ ვითარების შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს წევრებმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმების გამოყენებით გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?