“როცა რუსთაველი იკეტება, ჭანტურიას ჩასახვევთან ორი საპატრულო მანქანა დგება, მანქანებს შორის კი – ეთო. მხრებზე აუცილებლად დროშა აქვს მოხურული…”

როცა რუსთაველი იკეტება, ჭანტურიას ჩასახვევთან ორი საპატრულო მანქანა დგება, მანქანებს შორის კი – ეთო. მხრებზე აუცილებლად დროშა აქვს მოხურული და საქმეებზე მიმავალ ხალხს უყურებს. ზოგჯერ პოლიციას ესაუბრება ზოგჯერ მეგობრებს, ხშირად კი ჩუმად დგას, უძრავად, სანამ აქცია არ დასრულდება. თითქოს ვიღაცას ელის.
რამდენჯერმე არ იყო. ხალხმა ისე ინერვიულა, ახლა წინასწარ წერს, მოსვლას თუ ვერ ახერხებს. ზოგი აქციის ანგელოზს ეძახის, ზოგი – სინათლის ანგელოზს. როცა საზმაუს მარში რუსთაველს უახლოვდება და შუქებს ანთებს, ეთოს სინათლე პირველია, რაც საპროტესტო ნაკადს ეგებება.
დღესაც იქ იდგება თქვენს მოლოდინში” | წერს დათო სიმონია სოციალურ ქსელში და ილუსტრაციას აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს