“როცა არ არის ერთიანობა, ეს წარმატებას უშლის ხელს” – წყალტუბოს საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია ერთმა დეპუტატმა დატოვა

წყალტუბოს საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია დეპუტატმა დატოვა. ნარგიზ ტყაბლაძე, რომელიც ოპოზიციური პარტიის რიგებში 2004 წლიდან ირიცხებოდა, ამბობს, რომ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობა”-ში არსებული შიდა დაპირისპირების მიზეზით ტოვებს.
ტყაბლაძის თქმით, მისთვის პარტიის ორად გაყოფა მიუღებელია. “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავს.
“პირადი განცხადებით ვტოვებ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. დღეს გავაკეთე განცხადება პირველად, არც იციან, რომ დავტოვე. აი დღეს კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება, ახლა გაიგეს. როცა არ არის ერთიანობა, წარმატებებს მომავალში უშლის ხელს.” – განაცხადა ნარგიზ ტყაბლაძემ.
წყალტუბოს 39 წევრიან საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე 13 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება