და მღერის, მღერის, მღერის პაატა ბურჭულაძე უკეთესი საქართველოსათვის… ჯერ მაინც ოპერის წინ!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი როსტომ ჩხეიძე.
შეგახსენებთ, ოპერის მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს საპროტესტო აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. შსს-ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლში მიუტანეს, რისი ამსახველი ვიდეოც თავად პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა ფეისბუკზე.პოლიციელმა მას უთხრა, რომ 12 თებერვალს თბილისში, “პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა”, რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ გუშინ საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ იყო ოპერის წინ, სადაც თავისივე იუბილესადმი მიძღვნილ მარშში მონაწილეობდა.
პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ “არ აღიარებს მათ მთავრობას”. შსს-ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.