როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის?

როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის?
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მსოფლიო ბანკის მიერ Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის მიხედვით, საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილზეა, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მისი განცხადებით, როცა ასეთი გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი თვლის, რომ საქართველო კორუფციის სიმცირის მხრივ, საუკეთესო შედეგს აჩვენებს, არავინ უნდა დაიჯეროს არასამთავრობოების ან რადიკალური ოპოზიციის საუბარი კორუფციის აყვავებაზე. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თავად რადიკალებმაც იციან, რომ ტყუიან, თუმცა, გადახდილია.
“The Economist Intelligence Unit არის ძალიან ავტორიტეტული გამოცემა და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის. ვინც არ იცის, შეუძლია გადაამოწმოს.
და როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ აქ თუ ქვეყნის გარეთ ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის? თავადაც იციან, რომ ტყუიან, მაგრამ რა ქნან, გადახდილია!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ