როგორ შეიძლება დალაგდეს არეულობა ოპოზიციურ ფლანგზე

ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ცვლი­ლე­ბებს გვპირ­დე­ბი­ან – “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, არა­უგ­ვი­ა­ნეს ერთი კვი­რი­სა, აპი­რებს ახა­ლი პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მარ­თვას; “მთა­ვა­რი ახ­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ნიკა გვა­რა­მი­ას მარ­ტის და­სა­წყის­ში აქვს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, “ახა­ლი“ ერ­ქმე­ვა.

ნიკა მე­ლია, ნიკა გვა­რა­მია, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია ჯერ კი­დევ არ არი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­ნი, ვის­თან და რა ფორ­მატ­ში ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ “გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცია“ ნე­ბის­მი­ერ პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას­თან პარტნი­ო­რო­ბის­თვის მზად­ყოფ­ნას გა­მო­ხა­ტავს, თუმ­ცა ამ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თით­ქმის ყვე­ლა ერი­დე­ბა.

“ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ გარ­და, ყვე­ლა პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, თუმ­ცა ჯერ ვე­რა­ვის­თან შე­თან­ხმდა.

“ნუ გვე­ტე­ნე­ბი­თო“, – შე­მო­უთ­ვა­ლა მთელ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დმა და 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ტო ბრძო­ლა და­ა­ა­ნონ­სა. ყვე­ლას­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებს სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ანა დო­ლი­ძეც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე დიდი ქა­ო­სია.

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რას ფიქ­რო­ბენ არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე, ცალ­კე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი და რო­გორ აფა­სებს მათ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გი­ას, მრა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მნახ­ვე­ლი და მო­ნა­წი­ლე, ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

ბაჩო დო­ლი­ძე, ნიკა მე­ლი­ას პარტნი­ო­რი, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” ყო­ფი­ლი წევ­რი:

– ერთ კვი­რა­ში, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, თუ რა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით წარვსდგე­ბით ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე. ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ამ უნდა მო­ი­ტა­ნოს სა­ერ­თო შე­დე­გი და არა კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის ლო­კა­ლუ­რი შე­დე­გი. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვად არ არის. არ გვინ­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბი დაგ­ვა­კარ­გი­ნოს. ამ არ­ჩევ­ნებ­ში თი­თო­ე­უ­ლი ხმა იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

– ამ ცოტა ხნის წინ ნიკა გვა­რა­მი­ამ თქვა, რომ თქვენს შო­რის ჯერ კი­დევ იყო შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბი…

– ისევ არის სა­კი­თხე­ბი, რა­საც ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვუ­ყუ­რებთ, თუმ­ცა, არის სა­კი­თხე­ბი, რა­შიც ვთან­ხმდე­ბით. ერთი რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი ყვე­ლა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნის­გან იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი. ერთ მხა­რე­საც დიდი ფული დევს და მე­ო­რე მხა­რე­საც, ჩვენ კი ვამ­ბობთ, რომ საქ­მის კე­თე­ბის­თვის დიდი ფული არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

– ალ­ბათ, თქვე­ნი ერთ-ერთი პარტნი­ო­რი “ლელო“ იქ­ნე­ბა…

– არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ნიკა მე­ლია “ლე­ლოს“ შე­უ­ერ­თდე­ბო­და. “ლე­ლოს­თან“ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს და იმე­დია, ეს გაგ­რძელ­დე­ბა კი­დეც, თუმ­ცა ჩვე­ნი ერთი ნომ­რით წარ­მოდ­გე­ნა არც “ლე­ლოს“ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის და არც ჩვენს გეგ­მებ­ში. და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ძა­ლი­ან ბევრ მო­კავ­ში­რეს ვხე­დავთ – კონ­კრე­ტულ, სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნი სიით არა­ვის­თან ერ­თად არ წარვსდგე­ბით.

– ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ვერ­სი­ით, მე­ლია და გვა­რა­მია ერ­თად თუ იქ­ნე­ბი­ან, 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის ბევ­რად მეტი შან­სი ექ­ნე­ბათ…

– ერთი ან ორი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, თუ ხვდე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს, ნამ­დვი­ლად უნდა იფიქ­როს გამ­სხვი­ლე­ბა­ზე… მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, ვინ რო­გო­რი იპო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, ვის რა შან­სე­ბი ექ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, პრაგ­მა­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ბევ­რს მო­უ­წევს.

– ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და რო­მან გო­ცი­რი­ძე თქვენს გუნდში იქ­ნე­ბი­ან?

– ხა­ტი­ას­თან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბის შე­ჯე­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ალ­ბათ თა­ვად უნდა თქვას. ერ­თა­დერ­თი, რისი თქმაც და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ის არის, რომ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ვი­ღოთ და რო­გო­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბიც არ უნდა და­ლაგ­დეს, ის არ იქ­ნე­ბა კარ­გი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ