როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ საერთაშორისო აღიარება – ინტერვიუ თეონა ბერიასთან

საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა და მათგან აღიარებასაც იმსახურებს. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ მორიგი ჯილდო ინგლისურენოვანი გამოცემა Euromoney-ისგან მიიღო, რომელმაც ის საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.
Bank of Georgia Wealth-ისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის – საქართველოს ბანკში ეს მიმართულება თითქმის 20 წლის წინ ჩამოყალიბდა და, მას შემდეგ, მსოფლიო დონის არაერთი ჯილდო მოიპოვა.
როგორ ვითარდებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება 2004 წლიდან დღემდე და როგორ გახდა ის Euromoney-ის “პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკი” საქართველოში – ამ საკითხებზე საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელს, თეონა ბერიას ვესაუბრეთ.