“როგორც ცდილობენ თქვენს გაბრიყვებას პედოფილების შემწყნარებლები…” – რას წერს ჩერგოლეიშვილი?

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, , პედოფილიის პრობლემაზე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს კვირაა და ლაივს გავაკეთებ.
მოგიყვებით პედოფილიის შემწყნარებელ რეჟიმზე.
რეჟიმზე, რომელსაც სხვისი შვილები ცალ ფეხზე ჰკიდია და დასავლური დემოკრატიით აშინებს.
ამ რეჟიმის ამოცანაა რომ თქვენი შვილები სიღატაკეში დატოვოს, ძალაუფლება შეინარჩუნოს და საკუთარი შვილები ბიუჯეტის და კორუფციის ხარჯზე ფუფუნებაში გაზარდოს – დასავლური განათლება მიაღებინოს.
“უმკაცრესად დასჯილი”
პედოფილების მაგალითებითაც მოგამარაგებთ – პედოფილიის შემწყნარებელი მდინარაძე რას თვლის უმკაცრეს სასჯელად, ეს რომ თვალსაჩინო გახდეს.
როგორც ცდილობენ თქვენს გაბრიყვებას პეფოფილების შემწყნარებლები – მოკლედ, ესაა თემა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ