რიანას ფეხის საათი $400 000 ღირს

სუპერვარსკვლავი რიანა ფორმულა 1-ის გრან პრიზე, ლას-ვეგასში, Jacob & Co.-ის კაშკაშა, ძვირფასი საათით დააფიქსირეს. საათი მორთული იყო 18-კარატიანი 155 ქვით (ძირითადად ზურმუხტისფერი ბრილიანტით), რომელიც თეთრ ოქროს ჩარჩოში იყო ჩასმული.
რიანა ცნობილი კოლექციონერია. Jacob & Co-ს ძვირადღირებული ნივთების გარდა, ის ფლობს სამკაულს კლასიკური Rolex Day-Dates-დან დაწყებული Cartier-ის მოდელებამდე. მაისში მას ფეხის თითზე 600 000-დოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა.