რეტროსპექტივის “თანამედროვე ქართული კინო” ფარგლებში, ფილმ “მეოთხე ბრაიტონის” ჩვენება და დისკუსია გაიმართა

საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში მიმდინარეობს რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“. მაყურებელმა ნახა რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორის მონაწილეობით.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართება.
პროგრამაში წარდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 35 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ იმართება დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივა ითვალისწინებს შემდეგი ფილმების ჩვენებას:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე;
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟისორი დათო ჯანელიძე;
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟისორი ალეკო ცაბაძე;
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„შანტრაპა“ (2010) – რეჟისორი ;
„მანდარინები“ (2013) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე;
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„ძმა“ (2013) – რეჟისორი თეა მღვდელაძე;
„ლუკა“ (2014) – რეჟისორი გია ბარაბაძე;
„პატარძლები“ (2014) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე;
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„მოირა“ (2015) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟისორი დიტო ცინცაძე;
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე;
„თვე, როგორც ერთი დღე“ (2016) – რეჟისორი რეზო ესაძე;
„დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„სავარძელი“ (2017) – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„ხიბულა“ (2017) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟისორი დიმიტრი მამულია;
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟისორი ბექა სიხარულიძე;
„შინდისი“ (2019) – რეჟისორი დიტო ცინცაძე;
„ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ;
„დასაწყისი“ (2020) – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
„ურსუსი“ (2020) – რეჟისორი ოთარ შამათავა;
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟისორი გია ბარაბაძე;
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟისორი თაზო ნარიმანიძე;
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.
“საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მადლობას უხდის საქართველოს კინოაკადემიას პროექტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნულია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ