რელიგიის სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.
„1801 წელს ს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. 1811 წელს გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.
ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ, საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.
1990 წელს კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“,-აღნიშნულია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც