რეალურად, “ნაციონალურ მოძრაობაში” უმძიმესი მდგომარეობაა – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” უმძიმესი მდგომარეობაა.
მათიკაშვილის განმარტებით, ასეთი ფორმით, “ნაციონალური მოძრაობა”
პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნას ვეღარ შეძლებს.
“რეალურად, “ნაციონალურ მოძრაობაში” უმძიმესი მდგომარეობაა. ეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც ძალიან კარგად იციან და აღიქვამენ. რაც ხდება, ასახავს ზოგად, ნეგატიურ პოლიტიკურ წიაღს, რაც ამ პარტიას გააჩნია. მათ პოლიტიკურ არეალზე, საკუთარი ფუნქცია ამოწურეს. იმედია, რომ 2024 წლიდან ქვეყანას ეყოლება უფრო ჯანსაღი ოპოზიცია. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მომავალშიც გააგრძელოს პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ