“რეალურად ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება“- მამუკა მდინარაძე Politico-ს ინფორმაციაზე

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი , Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მდინარაძის თქმით, „ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება”.

უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარა, ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობა. მისი განცხადებით-ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს:

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს, ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ… ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ… იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს“ – „ქართული ოცნება“ Politico-ს ინფორმაციაზე

„1.ის, რასაც -ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.

2.ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე.

მუქარას – სანქციებით

ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით.

3.რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.

4.წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო!

სანაცვლოდ გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.

ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხარდაჭერას ველით და არა პირიქით!“- წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს სიგიჟეა – რეზოლუციას სურს, უკარნახოს საქართველოს, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს უკრაინის ომთან მიმართებაში, სურს, რომ საქართველო მიჰყვეს იგივე სანქციების პოლიტიკას, რაც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს

წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა – დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან