“რა წარმოდგენის არის ხელისუფლება მოქალაქეებზე და რა ჭკუამოკლე გონია ისინი…” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
რა წარმოდგენის არის ხელისუფლება მოქალაქეებზე და რა ჭკუამოკლე გონია ისინი, კომუნალურების გაძვირების მეთოდიც მეტყველებს. ბოლო წლებია ბიზნესს უძვირდება და უძვირდება კომუნალურები, მოსახლეობას ნაკლებად, როგორც ჩანს სოციალური უკმაყოფილების ეშინიათ. ახლა წყალი გაუძვირდა ბიზნესს 35%–ით, მოსახლეობას არა. თითქოს ის ბიზნესი მოსახლეობიდან არ ამოიღებს ამ გაძვირებულ ტარიფს, თანაც ხშირ შემთხვევაში ორმაგად. იმედია ხვდებით ამას ჩემო ძვირფასო მოსახლეობა(ბოლო წინადადება ს მანანას ხმით)