რა ღირს საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეების საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩის ბილეთები – Vesti.kz დეტალებზე

Vesti.kz წერს, რომ საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრების შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელსაც 21 მარტს ათენის 32 5000 ადამიანზე გათვლილი OPAP Arena უმასპინძლებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ბილეთების ფასი 20-დან 60 ევროს ჩათვლითაა, მაგრამ 12 წლამდე ბავშვებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული საქართველოსა და ლუქსემბურგში უკეთესს დაუპირისპირდება და ევრო 2024-ზე გამსვლელის ვინაობას გაარკვევს.
ინფორმაციისთვის, თბილისში გასამართი მატჩის ბილეთები გუშინ არასრულ 24 საათში სრულად გაიყიდა.