რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციების დროს?

როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე? ტაბულა გთავაზობთ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის ინსტრუქციებს.
რა უნდა გააკეთოთ?
· წინასწარ დაგეგმეთ: მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ. იცოდეთ, თუ როგორ მიიღოთ დახმარება. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვნოთ აქციაზე თანმხლები პირები;
· შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფოკუსირდით: როცა ვითარების დაძაბულობა პიკს მიაღწევს, გაფრთხილების ნიშანზე სწრაფად უნდა იმოქმედოთ და არა გვიან;
· ყურადღება მიაქციეთ თქვენში ან სხვებში ფიზიკური ან მენტალური პრობლემების ნიშნებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ;
· ჩაიწერეთ: გადაიღეთ ან ჩაიწერეთ პოლიციის ქმედებები, მათი სისასტიკე და მათ მიერ მიყენებული დაზიანებები.
რა არ უნდა გააკეთოთ?
· აქციაზე წასვლისას სხეულზე არ წაისვათ ვაზელინი, მინერალური ზეთი ან ზეთისგან დამზადებული მზისგან დამცავი სითხე, რადგან მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ;
· ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება;
· არ გაიკეთოთ ისეთი რამ, რაც მარტივად ხელჩასავლებია (სამკაული, ჰალსტუხი, ასევე ნუ გაიშლით თმებს და ა.შ.);
· ნუ წახვალთ მარტო. თუ შეგიძლიათ, წადით თქვენთან დაახლოებულ ჯგუფთან ან მეგობრებთან ერთად;
· არ დაგავიწყდეთ საკვების მიღება და დიდი რაოდენობით წყლის სმა.
რა უნდა ჩაიცვათ?
· არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, არამსხვრევადი სათვალე და ა.შ.
· კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი;
· ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს ცხვირისა და პირის დასაფარად დაგეხმარებათ წყალში, ლიმონის წვენში ან ძმარში ამოვლებული ბენდენა;
· იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ტანისამოსმა ქიმიური ნივთიერებები შეიწოვა, თან წაიღეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული გამოსაცვლელი ტანისამოსი;
· ქუდი, რომელიც მზისგან და ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცავთ.
რა უნდა წაიღოთ?
· პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული წყალი დასალევად, თვალებისა და სხეულის დასაბანად;
· ენერგიის მომცემი მსუბუქი საკვები;
· იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია;
· საკმარისი ფული, რათა საკვების, ტრანსპორტისა და სხვა საჭიროებების გადახდა შეძლოთ;
· ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი;
· მენსტრუალური საფენი – თავიდან აირიდეთ ტამპონები, რადგან დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი გამოცვლის უფლება არ გქონდეთ;
· პირველადი დახმარება;
· სველი და მშრალი ხელსახოცები.
როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს?
· მოერიდეთ ზეთის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში ის მარტივად შეიწოვება ზეთიან ან ლოსიონიან კანზე და ახანგრძლივებს ზემოქმედებას;
· იმ შემთხვევაში, თუ გაზის პირბადეს კარგად მოირგებთ ის საუკეთესოდ დაიცავს სახეს (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორები);
· შეინარჩუნეთ სიმშვიდე – პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. ისუნთქეთ ნელა და გახსოვდეთ, რომ გაზი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს;
· შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ;
· თუ გიკეთიათ კონტაქტური ლინზები, მოიხსენით ან ვინმე დაიხმარეთ ამაში, ვისაც სუფთა და დაუბინძურებელი ხელები ექნება. ლინზების მოხსნის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის;
· არ მიიკაროთ ხელი თვალებზე;
· გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს;
· წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვევაში დადექით ზურგით და დაიცავით სახე ისე, რომ სუნთქვა შეძლოთ.
იცოდეთ თქვენი უფლებები
· შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება: ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქუჩაში მშვიდობიანად გაიტანოს;
· შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა: სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და არ შეზღუდონ მშვიდობიანი საჯარო შეკრება;
· ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში: არაძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ძალის გამოყენებას თავი უნდა აარიდოს;
· სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ;
· დაკავების შემთხვევაში: დაკავების დროს უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს;
· გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, მიმართეთ უფლება დამცველებს და გაასაჩივრეთ უკანონო ქმედებები.