რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია, რომ აღქმული იყოს როგორც ტერორისტული აქტი, ჩვენს ქვეყანაში ეს არის „გმირობა“

რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია, რომ აღქმული იყოს როგორც ტერორისტული აქტი, ჩვენს ქვეყანაში ეს არის „გმირობა“
რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია, რომ აღქმული იყოს როგორც ტერორისტული აქტი, ჩვენს ქვეყანაში ეს არის „გმირობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებას, რომლითაც მან მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ასეთი ოქსიმორონი, ასეთი ერთმანეთთან ალოგიკურობა და დაუკავშირებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.
„ამ ყველაფერში ისევ და ისევ იხარჯება დონორების ფონდების თანხები, რომელთა წყარო არის ევროკავშირში. აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყო და რომლებიდანაც ჩვენს ქვეყანაში არეულობები ფინანსდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული ქვეყნისთვის.
კარგი კითხვაა რა ფინანსდება ევროპელების ფულით საქართველოში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ