რაში ისხმება ქართული ღვინო – ბოთლების 70% რუსეთიდან, საცობების 93% კი პორტუგალიიდან შემოდის

2019-2023 წლებში, ბოთლების (ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები) იმპორტი 46.23%-ითაა გაზრდილი.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 78 574 630 დოლარის ღირებულების 149 823.36 ტონა ბოთლების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.46-ჯერ მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ბოთლების ნომერ პირველი იმპორტიორი წლების განმავლობაში ა.
2023 წელს იმპორტირებული ბოთლების 69.86% რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი, რომელზედაც იმპორტის 22.89% მოდის, ხოლო მესამე პოზიციას უზბეკეთი იკავებს (1.7%)
TOP3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით:
2019
რუსეთი- $19 941 130 (52 471.89ტ); სომხეთი- $8 471 680 (22 750.36ტ); თურქეთი- $3 188 390 (7 366.41ტ)
2020
რუსეთი- $18 279 900 (49 939.88ტ); სომხეთი- $11 901 270 (30 007.12ტ); მოლდოვა- $3 265 600 (5 989.48ტ)
2021
რუსეთი- $19 753 040 (51 786.41ტ); სომხეთი- $14 127 660 (36 133.49ტ); მოლდოვა- $3 174 730 (5 920.88ტ)
2022
რუსეთი- $43 778 820 (89 219.09ტ); სომხეთი- $15 129 940 (35 531.35ტ); უზბეკეთი- $2 596 590 (6 512.02ტ)
2023
რუსეთი- $48 617 560 (104 661.24ტ); სომხეთი- $17 351 130 (34 305.26ტ); უზბეკეთი- $1 355 490(2 564.92ტ)
რაც შეეხება კორპების (ნატურალური კორპის საცობები ან მხშობები) იმპორტს, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, 44.54%-ითაა შემცირებული.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 3 200 920 დოლარის ღირებულების 142.29 ტონა კორპების იმპორტი განცორციელდა,, რაც 2019 წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით 1.8-ჯერ ნაკლებია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში კორპების ნომერ პირველი იმპორტიორი წლების განმავლობაში პორტუგალიაა.
2023 წელს იმპორტირებული კორპების 93.34% პორტუგალიიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, რომელზედაც იმპორტის 4.86% მოდის, ხოლო მესამე პოზიციას გერმანია იკავებს (0.82%)
TOP3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით:
2019
პორტუგალია – $4 080 200 (237.25ტ); საფრანგეთი – $469 290 (10.95ტ); ბულგარეთი- $ 37 980 (3.44ტ)
2020
პორტუგალია- $3 638 870 (214.21ტ); საფრანგეთი- $308 100 (6.01ტ); ბულგარეთი- $ 41 980 (2.36ტ)
2021
პორტუგალია- $2 957 670 (161.85ტ); საფრანგეთი- $173 840 (2.04ტ); პოლონეთი- $ 15 000 (0.73ტ)
2022
პორტუგალია- $3 086 380 (197.97ტ); საფრანგეთი- $311 110 (3.12ტ); ბულგარეთი- $ 31 150 (1.03ტ)
2023
პორტუგალია- $2 883 440 (132.82ტ); საფრანგეთი- $230 290 (6.91ტ); გერმანია- $ 32 160 (1.17ტ)
„კომერსანტი“ დაინტერესდა რატომ ირჩევენ კომპანიები რუსეთის ბაზარს ბოთლების, ხოლო პორტუგალიის ბაზარს კორპების იმპორტისთვის.
კომპანია „აგრო სერვისის“ დამფუძნებლის, მიხეილ დავითელაშვილის თქმით, რუსეთის ბაზარი ბოთლების შემოსატანად, უფრო მოსახერხებელი და ნაკლებ დანახარჯიანია, ხოლო კორპების შემოსატანად პორტუგალია ყველაზე ხელსაყრელია.
„ ქართულ კომპანიებს ერთ სეზონზე დაახლოებით 300 ათასი ბოთლით და 300 ათასზე მეტი საცობით ვამარაგებთ. ბოთლები რუსეთიდან, ხოლო საცობები პორტუგალიიდან შემოგვაქვს. ბოთლების შემოსატანად რუსული ბაზარი უფრო იაფი და ტრანსპორტირების მხრივ, მეტად მოსახერხებელია და ნაკლები დანახარჯით გვიწევს ტრანსპორტირება. დროის მხრივაც, მალე ჩამოდის. საცობების ჩამოსატანად კი პორტუგალია ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია,“- აღნიშნა დავითელაშვილმა.