საბოლოო ჯამში, მუხტი უნდა გაიზარდოს, ხვალ ხომ მაინც არაფერი არ მოხდება. ყველაზე ოპტიმალური იქნება, გაბრაზებული ხალხი, რომელიც მორიგ ჯერზე მოატყუეს, მივიდეს არჩევნებზე და სწორი არჩევანი გააკეთოს. ნებისმიერი არჩევანი, რომელიც გაუხარდება, ოღონდ, არა იმ ხალხის, რომელიც ამ კანონს უჭერს მხარს.
თუ არჩევნებზე წავაგებთ და ისევ ქართული ოცნება იქნება, ეს კანონი ხომ ყველაზე ნაკლები პრობლემაა? მაგალითად, ევროინტეგრაციაზე. ევროინტეგრაცია ხომ გაჩერებული პროცესია, ყველა ველოდებით არჩევნებს. არჩევნების პუნქტი თუ შესრულდება, გაიხსნება სხვა პუნქტები. თუ ეს შედეგი არ დადგა, ე. ი. არანაირი მოლაპარაკება არ დაიწყება. ამიტომ ეს კანონი არაფერს რადიკალურს არ შეცვლის, ყველაფერი გადაწყდება არჩევნებზე. ჩვენი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ამ მუხტს და მივიტანოთ არჩევნებამდე. თუ ხალხი გამოხატავს დიდ პროტესტს, პარლამენტში შენ ზურგს უკან, რომ 100 000 კაცი დგას, სხვანაირად მოიქცევი. ბევრად მეტის გაკეთების შესაძლებლობა გიჩნდება.
ამბობს გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ტვ პირველთან ქართული ოცნების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონის ხელახლა ინიცირებაზე.