რას აცხადებს შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

კერ­ძოდ, უწყე­ბის ცნო­ბით, ნიკა მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ან სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

“ნიკა მე­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ან/და სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის გან­ხილ­ვი­სა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ნიკა მე­ლია კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს”, – აცხა­დე­ბენ -ში.

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს