რადოსლავ სიკორსკი – უკრაინაში ვითარება დრამატული ხდება, დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, დაგვიანებული გახდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, იმედგაცრუებულია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში პროგრესის ნაკლებობით და რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სპეციალური მექანიზმის შექმნას საბრძოლო მასალის მიწოდების დასაფინანსებლად.
მედიის ინფორმაციით, რადოსლავ სიკორსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ში ვითარება დრამატული ხდება. მოვუწოდე, რომ საბოლოოდ მიგვეღო გადაწყვეტილება. როგორც ვხედავთ, ავდიივკა უკვე დაეცა, რუსები რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ წინ, შეიძლება დაგვიანებული გახდეს“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
გასულ კვირას სიკორსკიმ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან ერთად, -ს კონგრესს და პირადად წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, დაემტკიცებინათ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დამარებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია