რადოსლავ სიკორსკი – ომში ინიციატივას რუსეთი აღარ ფლობს

ომში ინიციატივას რუსეთი აღარ ფლობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა

„უკრაინამ შავ ზღვაში უდავოდ გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობა ნამდვილად არ აქვს. მას შეუძლია რაკეტების და დრონების გაშვება, მაგრამ არ შეუძლია უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა. სახმელეთო ბრძოლა ჩიხში შევიდა, უკრაინამ კი, როგორც ჩანს, დონბასიდან ყირიმამდე სტრატეგიულ ავტომაგისტრალზე კონტროლი დაამყარა“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, „ომები სხვადასხვა ფაზებს გადიან“.

„როგორც ჩანს, ფაზა, როდესაც ინიციატივას რუსეთი ფლობდა, დასრულდა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)