რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ამ სიყალბის ტირაჟირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში. რეალურად არიან ისინი მოქცეულები საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში

რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ამ სიყალბის ტირაჟირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში. რეალურად არიან ისინი მოქცეულები საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში
ეს არის კიდევ ერთი მორიგი ეგრეთ წოდებული ფეიკი, რომლის ტირაჟირებასაც ცდილობენ რადიკალური ჯგუფები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, რეალურად იზოლაციაში ოპოზიციაა მოქცეული საზოგადოების მხრიდან.
„მილოცვები მრავლად ვიხილეთ, არ მინდა რომელიმე გამოვარჩიო, მაგრამ აქ იმას ვიტყვი, რომ საქართველოსადმი ინტერესი მაღალი რომ არის, ამას ადასტურებს არაერთი ფაქტი და ამას თუნდაც ადასტურებს ქალაქ ტირანაში სულ ახლახან გამართული სამიტი, ამას ადასტურებს მათ შორის, ზოგ შემთხვევაში ის წერილობითი კომუნიკაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს არის კიდევ ერთი მორიგი ეგრეთ წოდებული ფეიკი, რომლის ტირაჟირებასაც ცდილობენ რადიკალური ჯგუფები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში. იზოლაციაში რეალურად არიან ისინი უკვე მოქცეულები საზოგადოების მხრიდან და ეს პროცესი აუცილებლად თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის“, – განაცხადა ჭეიშვილმა.