რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი, მათი ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული პარტიული აქტივი, თუმცა ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი, მათი ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული პარტიული აქტივი, თუმცა ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ
თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, თუმცა არა მხოლოდ ოპოზიციის, ასევე მათი პატრონების, ვხედავდით, რომ მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული სისტემურ, უხეშ ძალადობას თბილისის ქუჩებში. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა.
რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა