პროპაგანდისტული მედიის, „რადიო თავისუფლების“ მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ს განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, როდესაც მან თქვა, რომ ტრამპს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში.
„თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც – მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის. როდესაც პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, დაფინანსება შეწყვეტილი და მისი სურვილია, რომ დაიხუროს საერთოდ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან, შემდეგ სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება