პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ვარკეთილში ცემის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ბრალდებულებს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდება დაუმძიმდა სამივე პირს, რომლებიც თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების იმ ფაქტზე დააკავეს, რასაც 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში მოხდა, როცა ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს სცემეს.
დაზარალებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ის 21 ივნისს, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდათ.
სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)