პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

“დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და ჩემს საქმეებზე დადიხართ. ახლა მე მინდა ვთქვა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რამდენს მომისჯით, იქიდან გამომდინარე, რომ მე დღეს ძააან ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე ჩვეულებრივ შეკერილია, იქიდან გამომდინარე რომ ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო. რას და რატომ მედავებიან. ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ,როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ერთი დიდი ოჯახი ვართ ჩვენ,გკოცნით,ძალიან მიყვარხართ”, – თქვა მან.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ანზორ კვარაცხელიამ აქციის მიმდინარეობისას -ს თანამშრომელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.