პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.
ირაკლი მ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
“ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ალიევს მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი