პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)