პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამასახური ავრცელებს.
საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ