პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძეს.
მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის N73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. 2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“.
ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდა.
კალანდარიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის N73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. 2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“.
ირაკლი კობახიძის შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა