პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი , პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.
„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას – ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,– განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ , ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

ასევე დაგაინტერესებთ

თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა