პრემიერი – 2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში – 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია

2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო. ჩვენ ბიუჯეტი გავახუთმაგეთ ამ მიმართულებითაც.
2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.
ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 1200 კმ-ამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი ატრაქცია იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის.
2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო