სამხრეთ კორეაში მყოფმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ თავის სოციალურ Truth Social-ში დღეს, 30 ოქტომბერს დაწერა ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე.
ტრამპის თანახმად, შეერთებულ შტატებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი მესამეზე, მაგრამ ხუთ წელიწადში გათანაბრდებიან.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სხვა ქვეყნებში პროგრამების გამოცდის გამო ომის სამინისტროს(თავდაცვის სამინისტრო) დაავალა, თანაბარ საფუძველზე დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა და ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.
26 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული ენერგოდანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელმაც დაახლოებით 15 საათს იფრინა და ჯამში დაფარა 14 000 კილომეტრი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ბურევესტნიკი“ არის „უნიკალური ნაწარმი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
29 ოქტომბერს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს გამოცადეს ბირთვულძრავიანი უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი”. პუტინმა გამოცდას „უზარმაზარი წარმატება” უწოდა.
ფორუმი




