პრეზიდენტი – ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა – ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, რეპრესიებს

ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება.
„ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი უთხრა და არაფერი ახნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა – გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? – რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ უაზრო და არასაჭირო კანონი შემოატანა, რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ მისგან ორი დიდი სიტყვა ვიცით, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის, ორი დიდი სიტყვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ და მეორეც ერთი საზოგადოების მიმართ. ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)