პრეზიდენტის ვეტო სამართლებრივი ნონსენსია – გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს სამართლებრივ ნონსენსად აფასებს.
ჟურნალისტებთან საუბარში მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ იურისტებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მსჯელობა, რამდენად არის კონსტიტუციური პრეზიდენტის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო.
„ეს სამართლებრივი ნონსენსია. დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსჯელობა იურისტებში, რამდენად არის კონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს ვეტო არ არის კონსტიტუციური. პრეზიდენტს არავინ ეკითხება, ზოგადად, კანონს მივიღებთ თუ არა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება შენიშვნები დაწეროს ან არ დაწეროს კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
არაერთხელ გასულა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მას ეს არ უჭირს. ის, რომ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და ესეც აღიარა, მნიშვნელოვანია, რადგან, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, პრეზიდენტი შენიშვნებს ვერ გამოაგზავნიდა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ერთიანი სია უძირო კასრია, თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა იმდენი ჩაყარო? სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ პარლამენტში შესვლის თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე