პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი სამსახურს ლაზარეს შეწყალების გამო ტოვებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თქმით, მან სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ს შეწყალების გადაწყვეტილების გამო.
“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება”. – წერს აბდალაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია, რომელი ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ფარგლებში 2011 წელს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2016 წელს, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმე გაიხსნა და “დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში”.
11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.
“მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”. – განაცხადა პრეზიდენტმა.